ვესტსაიდური ამბავი

საუდის არაბეთში ვესტსაიდური ამბის ჩვენება ტრანსგენდერი პერსონაჟის გამო აიკრძალა

ეზრა მენასი ენიბადისის როლში (მარცხნივ)
Edge Media Network

სტივენ სპილბერგის ახალი მიუზიკლი, ვესტსაიდური ამბავი საუდის არაბეთის კინოგაქირავებიდან მოიხსნა. მიზეზი ფილმში ტრანსგენდერი პერსონაჟის, ენიბადისის არსებობა გახდა.

ძველ ვერსიაში ენიბადისის როლს ქალი მსახიობი შელბი ესლერი ასრულებს. სპილბერგის ეკრანიზაციაში პერსონაჟი ტრანსგენდერმა მსახიობმა კაცმა, ეზრა მენასმა განასახიერა.

ეზრა მენასი

საუდის არაბეთის გარდა ფილმი სპარსეთის ყურის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ყატარში, ქუვეითში, ბახრეინსა და ომანშიც აიკრძალა.

ახლო წარსულში იგივე ქვეყნებში პრობლემები შეექმნა მარადიულებს. აკრძალვის მიზეზი გეი პერსონაჟი და ორი კაცის კოცნის სცენა გახდა.

30 წლის ეზრა მენასი ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობია. შესრულებული აქვს როლები სერიალებში Madagascar: A Little Wild, Ridley Jones. ერთ ერთ მთავარ როლს ასრულებს ბროდუეის დადგმაში Jagged Little Pill.

ვესტსაიდური ამბავი ცნობილი ბროდუეის მიუზიკლია, რომლის პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გამოვიდა. სტივენ სპილბერგმა საკულტო მიუზიკლის სპილბერგი გადაიღო. სურათი საქართველოს კინოთეატრებში 9 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები