ქართული ლარი

1995-99 წლების ლარის ბანკნოტების გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება

2021 წლის ბოლოს 1995-99 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა იწურება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა  მხოლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი #72) იქნება შესაძლებელი.

"შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი  აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით" განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს" – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

კომენტარები