ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0991 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0909 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.85 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.4998 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4813 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2268 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.0911 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 9 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები