მიხეილ სააკაშვილი

წილოსანი: სააკაშვილისგან შერიგებაზე ლაპარაკი ირონიულია, ბოდიშს არ იხდის, არ ინანიებს

მიხეილ სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა. ამ ადამიანისგან შერიგებაზე საუბარი ძალიან ირონიულია იმ პირობებში, როცა ის ბოდიშსაც არ იხდის და არ ინანიებს. 

პოლარიზაციამ დაიწიოს - არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი. ყველაფერი ამის საწინააღმდეგო, ვგულისხმობ, პოლარიზაციის ზრდის ხელშეწყობას, არის ნაციონალური მოძრაობის სურვილი. შერიგება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ რადიკალიზაცია გაიზარდოს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი. 11 დეკემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ "საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა".

კომენტარები