გაზიფიკაცია

თურნავა: საქართველოს გაზიფიკაციის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

ძალიან დიდი კომპონენტი ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის არის სწორედ განვითარებაზე ორიენტირებული, მათ შორის განვითარებაზე ორიენტირებულია კაპიტალური ხარჯები, რომლის დონეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიო ქვეყნებს შორის, დაახლოებით, 8%-ია მშპ-სთან, ეს არის ინფრასტრუქტურა, თუნდაც ჩემი სამინისტროს პაკეტში ეს არის კვლავაც გაზიფიკაცია, რომელიც საქართველოში 93%-ს აჭარბებს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეს არის გზები და განსაკუთრებული აქცენტი გაისად გაკეთდება წყალმომარაგებაზე და კანალიზაციაზე.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები