მიხეილ სააკაშვილი

ალასანია სააკაშვილზე: გორში გადმოყვანის შემდეგ იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან

ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. 

კომენტარები