House of Gucci

კავეაში HOUSE OF GUCCI-ს პრემიერა გაიმართა – გათამაშდა პრიზები

საქართველოს კინოთეატრებში რიდლი სკოტის ფილმის - House of Gucci-ს პრემიერა გაიმართა.

სპეციალურად პრემიერისთვის, კავეა გალერიაში გუჩის შოურუმი ფაბერმა მოაწყო.

სტუმრებს შეეძლოთ ფილმის გმირების რეალური პერსონაჟების ფოტოების დათვალიერება, სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე ფოტოების გადაღება და ასევე - გათამაშდა პრიზები, მათ შორის Travelfy-სგან ტური მილანში ორ პერსონაზე და კენარისგან გუჩის სათვალე. 

საჩუქრები კინოთეატრში ფილმის პრემიერაზე მისულმა მაყურებელმა საკუთარი სკამის ქვეშ აღმოაჩინა. 

კავეა კინოს მოყვარულებს კიდევ უმზადებს მილანის 2 საგზურს 2 პერსონაზე და GUCCI-ს სამ სათვალეს.

კომენტარები