ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 3.121 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.128 ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ვალუტა 1.39 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით და ხვალინდელი გაცვლითი კურსი 3.530 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.544 ლარს შეადგენდა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც და ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.229 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 დეკემბრიდან შევა.
 

კომენტარები