მიხეილ სააკაშვილი

პროკურორი: შედარებით მძიმე დანახარჯია სააკაშვილის უმცროსი შვილის ცურვის გადასახადი

ჩვენ ნაწილობრივ მივიღეთ აღიარებითი ჩვენება შვილის სწავლის საფასურთან დაკავშირებით და ასევე სხვადასხვა სახის კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებით. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნამდვილად იღებდა ამ მომსახურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ხარჯი, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და ნებისმიერი ხარჯი, ეს იქნება ნათესავების მგზავრების ხარჯი, თუ შვილის ხარჯის საფასური, თუ ა.შ. უნდა ემყარებოდეს გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საჯარო მოხელეს, მიუხედავად მისი რანგისა, მისცემდა უფლებას, რომ შვილის სწავლის საფასური დაეფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის აშკარა კანონდარღვევა და მას არ აქვს არანაირი საფუძველი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წლიდან 2013 წლამდე გამოსცა უკანონო განკარგულებები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კანონმდებლობასთან და სწორედ ამ განკარგულებით მიიღო ის პრივილეგიები, რითიც შესაძლებელი გახდა შემდგომ შვილის სწავლის გახდა. 

აღსანიშნავია, რომ მან მხოლოდ ედვარდის სწავლის ხარჯი ახსენა, რაც მისი ნიჭიერებით ახსნა, თუმცა, ასევე გადახდილია ნიკოლოზ სააკაშვილის ცურვის გადასახადი, ეს არის შედარებით მძიმე დანახარჯი და ასევე ლიანა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში სწავლის საფასური. ამ თანხის გადახდას არანაირი ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია, ეს შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ. 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, იმედის ეთერში ისაუბრა. 2 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ ე.წ პიჯაკების საქმე განიხილა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს მოიცავს. 

კომენტარები