მიხეილ სააკაშვილი

ალასანია სააკაშვილზე: ბევრი აქედან წასვლას აპირებდა, მისმა გამოჩენამ მათ ეს გადააფიქრებინა

როგორც დედას, ბუნებრივია, მაქვს მუდმივი შიში და ჩემზე, რომ ყოფილიყო რამე დამოკიდებული, არც კი ვიცი, რა რჩევას მივცემდი. როგორც მოქალაქეს, მიმაჩნდა, რომ მისი აქ ყოფნა აუცილებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც დედისთვის, ძალიან რთული გადასადგმელი ნაბიჯი იყო. შედეგის მიხედვითაც ვხედავთ რა ხდება. ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ვის? - ფაქტობრივად, ჯალათებს. ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ეს წლები ის მუდმივად ფიქრობდა თავის ქვეყანაზე, მუდმივად ეძებდა რაღაც გზებს ქვეყნის გადასარჩენად და ბოლოს და ბოლოს მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და დავდექი ფაქტის წინაშე. იმდენად მტკიცე იყო მისი გადაწყვეტილება, რომ მას ვეღარაფერი შეაჩერებდა.

ალბათ, მაინც იყო გამართლებული, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი გარემოცვა, საერთოდ არც აპირებდა არჩევნებზე მისვლას, საერთოდ ხელი ჰქონდათ ჩაქნეული ამ ქვეყანაზე და ძალიან ბევრი წასვლას აპირებდა. მისმა გამოჩენამ მათ ეს გადააფიქრებინა, საარჩევნო პროცესი გააქტიურდა. არ იქნებოდა ასეთი მონაწილეობა, რომ არა მისი აქ ყოფნა. მაგრამ რა ფასად მოხდა ეს? - ფაქტობრივად, ჩემი შვილის სიცოცხლე ეკიდა ბეწვზე და ახლაც არ ვიცით, რა გველის ხვალ.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები