რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას ეს დოკუმენტები, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის ნერვების მკურნალობა, რომელიც განვითარდა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ. ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რაც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს.
tbl.ge/5sbb
დაკოპირდა

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავს, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გაფლანგვის ბრალდებებს ეხება. სხვადასხვა ხარჯს შორის, პროკურატურის ცნობით, აღრიცხულია საზღვარგარეთ ექსპრეზიდენტის ბოტოქსისთვის გადახდილი თანხაც.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




