მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკური კომენტარების გამო სააკაშვილის ადვოკატები პროკურორ მუჯირის აცილებას ითხოვენ

იმედი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ე.წ პიჯაკების საქმის განხილვიდან პროკურორის, გიორგი მუჯირის აცილებას ითხოვენ.

აცილების შუამდგომლობა ეფუძნება გიორგი მუჯირის მიერ 1 დეკემბერს საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ კომენტარს ეხება. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გიორგი მუჯირის მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედისთვის მიცემული ინტერვიუ სამართლებრივ შეფასებას სცდება. 

"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს". – თქვა გიორგი მუჯირმა იმ საქმეზე, რომელიც მომდევნო დღეს უნდა განეხილა. 

ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ იზიარებს. 

2 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გაფლანგვის ბრალდებებს გულისხმობს. დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. ექსპრეზიდენტთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია მისი დაცვის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც, რომელიც ასევე ესწრება სხდომას. 

კომენტარები