მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: ვნახეთ ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები პატრიარქის შემოდგომა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ის დღემდე, დღესაც, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში. 

ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.  29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა.  პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დაძაბულობა იყო. შსს-მ შეკრებილი მოქალაქეებიდან 15 პირი დააკავა

კომენტარები