მიხეილ სააკაშვილი

ზარქუა სააკაშვილს: ვერასდროს გახდები გამსახურდია, ვერასდროს გახდები კოსტავა

მას არაფერი აქვს ქართული. ეს ჩვეულებრივი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოს ინტერესებს, არც საქართველოს საზღვრებს, არც საქართველოს პასპორტს. თურმე, არ მოგენატრათ სიყვარული და არ მოენატრათ განვითარება, იქნებ თავისებურად ესმის სიყვარული და განვითარება - იმ ადამიანების ჩახოცვა ქუჩებში, ახალგაზრდების მოკვდინება, ბიზნესის რეკეტი, არა ბატონო მიშა, არ მოენატრა ეს საქართველოს. მცდელობა კიდევ, რომ რაღაც გული აუჩუყოს და ზვიად გამსახურდია, რომელიც ნამდვილად არის გმირი, მერაბ კოსტავასთან ერთად და ჩვენ ძალიან ბევრი გმირები გვყავს ეროვნული მოძრაობის, რომ თავი გაითანაბროს, ეს უბადრუკი მცდელობა. ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ რაღაცა პარალელები გაავლოს, ვერასდროს ვერ გახდები შენ ზვიად გამსახურდია, ვერასდროს ვერ გახდები შენ მერაბ კოსტავა.

ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სასამართლო სხდომაზე ნათქვამი სიტყვა.

კომენტარები