ლარის კურსი

2021 წლის ივლისის შემდეგ ლარი დოლართან ყველაზე მყარ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0867 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0967 ლარი იყო. შედეგად, მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ ლარი კურსი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარია.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.82 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4849 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4931 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2441 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.1204 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 30 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები