მიხეილ სააკაშვილი

სასამართლომ ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან ადვოკატ ნიკა გვარამიას აცილების თაობაზე. პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს ეხება, რა დროსაც ნიკა გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ბრალდების მხარე მის აცილებას სწორედ ამ საფუძვლით ითხოვდა

"კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად, აი, ამ საქმეში უნდა დადასტურებულიყო გვარამიას მონაწილეობა, როგორც ბრალმდებლის, განა მასალებში. ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ, სამივე მოსამართლეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ". – თქვა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა. 

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პირველი პროცესი იმართება, რომელსაც თავად ესწრება. საქმე ეხება 7 ნოემბრის საქმეს ეხება. აქციის დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და მთაწმინდის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ედავებიან. 

სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, პირდაპირ ეთერში გაუშვან მიხეილ სააკაშვილის პროცესი, თუმცა, შესაბამისი თანხმობა მოსამართლეებისგან ჯერ არ მიუღიათ. 

კომენტარები