მიხეილ სააკაშვილი

პროკურატურა დღევანდელი პროცესიდან გვარამიას აცილებას ითხოვს – განიხილება 7 ნოემბრის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პროცესზე, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა. ამის მიზეზად პროკურორი ნიკა გვარამიას 7 ნოემბრის მოვლენებთან პირდაპირ კავშირს ასახელებს.

ჯარჯი წიკლაური: "ჩვენი აცილების შუამდგომლობა ემაყრება შემდეგ საფუძველს – ხსენებულ საქმეზე, რომელიც ეხებოდა 7 ნოემბრის მოვლენებს, ამ საქმეებში ნიკა გვარამია პროკურორის სტატუსით იყო ჩართული. ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების ტელეიმედში გაგზავნაში. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულში, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდნენ იმედში და გამოაძევეს ჟურნალისტები. ასევე შალვა ნათელაშვილის და გამსახურდიას საქმეები, აგენტობას რომ აბრალებდნენ, ამ მასალებსაც გვარამია გადიოდა ჩართული იყო მისი კურატორობით და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გაიმართა ეს პროცესები.

ნიკა გვარამია: "აზზრე არ ხარ რას ლაპარაკობ ყოფილი პროკურორი შენ ხარ აწი"

ჯარჯი წიკლაური: "ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა დაუშვებელია"

პროკურორების თქმით, გვარამია საქმეში მონაწილეობდა და საქმეში მონაწილეობად ითვლება ბრიფინგის ჩატარებაც. გვარამიას აზრით კი, ბრიფინგის ჩატარება მას პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

ლაშა კოტრიკაძე: "აქ საკითხი დგას იმაზე, გვარამია ამ საქმეში მონაწილეობდა თუ არა, მონაწილეობა ნიშნავს მტკიცებულებებზე, მასალებზე წვდომას. მათ შორის ბრიფინგის ჩატარებასაც. ბრიფინგის ჩატარების დროს პროკურორი გარკვეულია საქმის საკითხებში."

ნიკა გვარამია: "რომელი საქმის დეტალები იცის კოკა კაციტაძემ, რომელიც გამოდის და კითხულობს?"

ლაშა კოტრიკაძე: "ეს ცალსახად არის მონაწილეობა."

ნიკა გვარამია: "თუ მე ფიგურანტი ვარ აქამდე როგორ არ დამკითხეს? ტყუილია ეს, ვის მივეცი მე იმედში წასვლის დავალება? თქვენ წარმოგიდგენიათ რო კონტრდაზვერვას მივეცი დავალება და მოწმედაც არ ვარ გამოძახებული? ბრალდება წაყენებული კი არა, მოწმეც არ ვარ. რასაც მე ვკითხულობდი ჩემი დაწერილი და ბრალი არ იყო, მე ვიყავი სპიკერი. სპიკერი მოსამართლე გამოვიდეს საქმეზე მერე იყოს ადვოკატი და არ მისცეთ უფლეება? მე როგორც პროკურორი არ ვიყავი, როგორც პროკურორი საქმეში მონაწილეობის მიღება არაა ბრიფინგის ჩატარება. თუ სარწმუნოდ იყო ეს საკითხები თავის დროზე, მე რატო არ მკითხეს? კეთილი გენებათ და გადაგემოწმებინათ ჩემთან. სხვისი მოწმის ჩვენება სარწმუნოდ როგორ მიიღეთ? არც გადაგიმოწმებიათ, პირველად მესმის, რაზეა საუბარი საერთოდ?

ჯარჯი წიკლაური: "არ იყავი მოდულის შენობაში?"

გვარამია: "საიდან მოიტანე სიცრუეა. ვიღაცა მოწმის სიტყვა ჩემი სიტყვის წინააღმდეგაა. პირველად მესმის რომ ვიღაცამ ჩემზე ჩვენება მისცა. რატომ არ დამკითხეთ მოწმის სახით? რატოა სარწმუნო ეს ჩვენება მე თუ პასუხი არ გამიცია? ჩემი ქმედებები იყო პროკურატურის მოკვლეული მასალების საჯაროდ გამოცხადება, მე პოზიცია და ბრალი არ წარმომიდგენია. რაც პროკურატურამ ჩათვალა გამოსაქვეყნებლად, ვილაპარაკე ბრიფინგზე. ახლა კაციტაძე გყავთ, რომელ საქმეზე უნდა გამოვიდეს?"

კომენტარები