ფიგურული სრია

მორის ყვითელაშვილმა ISU-ს გრან პრი მოიგო

ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა სოჭში მოციგურავეთა საერთაშორისო გაერთიანების (ISU) ეგიდით ჩატარებული გრან პრი მოიგო.

მამაკაცთა კატეგორიაში, ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში, ჯამში, 266.33 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი რუსმა მოციგურავემ, მიხაილ კოლაიდამ დაიკავა, რომელმაც 264.19 ქულა მიიღო, მესამე ადგილზე კი იაპონელი კაზუკი ტომონო (264.19 ქულა) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გრან პრიზე საქართველოს სახელით კიდევ ერთი მოციგურავე, ნიკა ეგაძე გამოდიოდა, რომელმაც 210.17 ქულით მე-11 ადგილის დაკავება მოახერხა.

კომენტარები