ფიგურული ციგურაობა

რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების წევრი გახდა

Match.tv

რუსი პროფესიონალი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია ავრცელებს.

"ანასტასია გუბანოვა საქართველოს გუნდის ახალი წევრია! ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია. ანასტასია გუბანოვა საქართველოს გოგონების კატეგორიაში წარადგენს. მალე შეიტყობთ, სად ვიხილავთ პირველად ანასტასიას ახალ პროგრამებს ამ სეზონისთვის", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

18 წლის სპორტსმენს რუსეთის ჩემპიონატში უკვე ოთხჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი მეექვსე ადგილი ჰქონდა. 

კომენტარები