თბილისის მერია

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

კომენტარები