ლარის კურსი

ლარი დოლართან, ლირასთან და ფუნტთან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.62 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0967 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1129 ლარი იყო.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.04 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.4931 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4927 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2555 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.1233 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 27 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები