პოლიტიკური კრიზისი

ბათუმის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს. სხდომა ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომა დაატოვებინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, მირდატ ქამადაძეს, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა.

25 ნოემბერს საკრებულოში ბიუროს სხდომას, სადაც დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი მოითხოვდნენ, რომ წინა მოწვევას ბიუჯეტი არ დაემტკიცებინა, რის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს ახალი მოწვევის დეპუტატებს სამართალდამცველებმა საკრებულოს შენობა დაატოვებინეს. 

ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევის პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა აღარ ექნება. 

კომენტარები