მიხეილ სააკაშვილი

ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება მნიშვნელოვანია

თავდაპირველად მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაიდგა. მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და კარგადაა.

ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, თუ რამდენადაა დაცული სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, რამდენად სწორად მოქმედებენ. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო პრიცესზე, რადგან ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომლის მორიგი სასამართლო პროცესიც 29 ნოემბერსაა ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს. 

კომენტარები