მეტავერსი

ვირტუალური მიწის ნაკვეთი 2.43 მილიონ დოლარად გაიყიდა

Tokens.com

მეტავერსში ვირტუალური მიწის ნაკვეთი რეკორდულ თანხად, 2.43 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აქამდე ვირტუალურ უძრავ ქონებაში გადახდილი მაქსიმალური თანხის ოდენობა $913 000-ს შეადგენდა. ვირტუალური მიწის ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება მანჰეტენსა და სან-ფრანცისკოს ცენტრში რეალური უძრავი ქონების ფასს.

უძრავი ქონება კრიპტოვალუტის ინვესტორმა კომპანიამ Tokens.com-მა MANA-თი შეიძინა. MANA კრიპტოვალუტაა, რომელიც მეტავერსში გამოიყენება გამოიყენება და დღევანდელი კურსით 2.43 მილიონი დოლარი 618 000 MANA-ს უდრის. 

მეტავერსი ინტერნეტის განვითარების წარმოსახვითი მომავალია, 3D ვირტუალური სივრცეების გაერთიანება, სადაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ციფრული სამყარო არსებობს და მომხმარებლებს შეუძლიათ, სასურველ წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ.

მეტავერსი რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი შერწყმაა. მომხმარებლები ირჩევენ თავიანთ ავატარს, რომელსაც ნებისმიერ სახის გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს რეალურთან მიმსგავსებული თუ წარმოსახვითი. 

კომენტარები