ლარის კურსი

ლარი ევროსთან 2 თეთრით გამყარდა, დოლართან კი 0.19 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1153 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1134 ლარი იყო.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 2 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4953 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5135 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2491 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.1627 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები