Danish Girl

ედი რედმეინის თქმით, შეცდომა იყო DANISH GIRL-ში ტრანსგენდერი ადამიანის როლის შესრულება

ოსკაროსანი მსახიობის, ედი რედმეინის თქმით, მისი მხრიდან შეცდომა იყო The Danish Girl-ში ტრანსგენდერი ადამიანის როლის შესრულება.

ნამდვილ ამბებზე დაფუძნებულ 2015 წელს გადაღებულ ფილმში, რედმეინი თამაშობს იმ ადამიანის როლს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

"არა, ახლა [როლს] არ მივიღებდი. ამ ფილმზე საუკეთესო განზრახვებით ვიმუშავე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. უფრო დიდი დისკუსია იმ იმედგაცურებების შესახებ, რაც მსახიობების შერჩევას თან ახლავს, არის ის, რომ ბევრი ადამიანი არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში. ადამიანების [გათანაბრება] უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში სულ გვექნება ასეთი დებატები ", - თქვა მსახიობმა The Sunday Times-თან ლაპარაკისას.

ედი რედმეინი ფილმში The Danish Girl

The Danish Girl-ს საზოგადოების ნაწილისგან გამოსვლისთანავე შეხვდა კრიტიკა. ისინი ამბობდნენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანის როლი თავად ტრანსგენდერ მსახიობს უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძლიერდებოდა სტერეოტიპები ამ ადამიანების წინააღმდეგ.

კომენტარები