განქორწინება

საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა

Mirror

საკუთარ თავზე დაქორწინებული ბრაზილიელი კრის გალერა განქორწინდა. 

"ქორწინებაში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვიღაც ძალიან განსაკუთრებული გავიცანი და ცხოვრების დაკავშირებას მასთან ვაპირებ, სიყვარული ვიწამე". – ამბობს მოდელი.

3 თვის წინ, 33 წლის მოდელმა საკუთარ თავზე სან-პაულოში იქორწინა. ცერემონიას გალერას მეგობრები დაესწრნენ.

"კაცებმა გული ამიცრუეს, მივხვდი, რომ ისინი არ მჭირდებიან. გადავწყვიტე მარტო ვიყო. საკუთარი დრო და ფული თავად განვკარგო. გავიაზრე, რომ ძლიერი, ზრდასრული და დამოუკიდებელი ქალი ვარ. მარტო ყოფნის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ საკუთარი თავი მივიღე. ქორწილი ამ გააზრებისა და შიშის დაძლევის გამოხატულებაა". – ამბობდა გალერა სექტემბერში.

წყარო: Mirror

 

კომენტარები