პოლიტიკური კრიზისი

მელია: კვირის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ ძალიან კონკრეტულ გეგმას

ჩვენ, პოლიტიკოსებს ახლა გვმართებს ძალიან აქტიური მუშაობა და კვირის ბოლოს მე მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ, საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი მისხალ-მისხალ გაწერილი გეგმით სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერთან ერთად არის სტრატეგიული მოთმინებაც. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა ეს, საქმეს არ წაადგება ხვალ და ზეგ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე.

კომენტარები