კორონავირუსი გერმანიაში

მინისტრი: ზამთრის ბოლოს გერმანიაში თითქმის ყველა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან მოკვდება

იენს შპანი

გერმანიაში ბოლო პერიოდში კვლავ გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ. პანდემიის მორიგი ტალღის ფონზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა თქვა, რომ ზამთრის ბოლოს გერმანიაში თითქმის ყველა ან აცრილი იქნება, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდება ან მოკვდება.

"სავარაუდოდ, ამ ზამთრის ბოლოს, როგორც ხშირად ცინიკურად ამბობენ, თითქმის ყველა გერმანიაში აიცრება, გამოჯანმრთელდება ან მოკვდება. უფრო გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე ეს სავსებით მოსალოდნელია" – თქვა იენს შპანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაციაც მხარს არ უჭერს, მაგრამ მისი თქმით, აცრა "მორალური ვალდებულებაა", რადგან აუცრელობა სხვა ადამიანებზეც ახდენს გავლენას.

"თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობა, ვაქცინაცია საზოგადოების წინაშე მოვალეობაა" – თქვა შპანმა.

მინისტრის თქმით, უფრო გადამდები დელტა შტამის გავრცელების გამო, მომდევნო თვეების მანძილზე არავაქცინირებული ადამიანები დაუცველები იქნებიან.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 30 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 7 000-ით მეტია. ამასთანავე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებდთან შედარებით გერმანიაში ჯერ მხოლოდ მოსახლეობის 68%-ია აცრილი.

ქვეყანაში უკვე გამკაცრდა პანდემისათან დაკავშირებული შეზღუდვები, არავაქცინირებული მოსახლეობისთვის ნაწილობრივ ლოკდაუნი დაწესდა. რამდენიმე რეგიონში, ბავარიასა და საქსონიაში გაუქმდა საშობაო ბაზრობები.

კომენტარები