კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში ხორცის საწარმოში მომუშავე 650-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

AFP

გერმანიაში, ქალაქ გიუტერსლოში ხორცის საწარმოში მომუშავე 650-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. საწარმოს მუშაობდა დროებით შეჩერდა. საწარმოს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს.

ტესტირება ჩაუტარდათ იმ პირებსაც, ვისაც კონტაქტი ჰქონდა საწარმოს თანამშრომლებთან. ტესტის პასუხების გაგებამდე ისინი კარანტინში დარჩებიან.

კომპანიამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. ვირუსის გავრცელების გამო რეგიონში სკოლები და ბაღები თვის ბოლომდე დაიხურა.

გასულ თვეს კორონავირუსი გავრცელდა მიუნსტერსა და კოსფილდში მდებარე ხორცის საწარმოებშიც. ამის შემდეგ მთავრობამ ხორცის საწარმოებში დროებითი პერსონალის აყვანაზე შეზღუდვა დააწესა.

უკანასკნელი მონაცემებით გერმანიაში ახალი კორონავირუსი სულ 190 179 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 8 927.

კომენტარები