გრიპის ვაქცინა

გამყრელიძე: გრიპის ვაქცინის 40 000-მდე დოზა არის მარაგში, ვისარგებლოთ ამით

შარშანდელთან შედარებით უფრო რბილი ვითარებაა გრიპთან მიმართებაში. დღევანდელი ორშაბათის მონაცემები დღეს საღამოს დაიდება, როგორც გითხარით, წინა ორშაბათს გამოჩნდა უკვე B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში, პირველად ამ სეზონზე და ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგმართავთ სულ ყველას, დიდი ალბათობით, პრევენციული ღონისძიებები რაც გვაქვს, გრიპზეც ისე მოქმედებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან, შარშანწინ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მეტი დაწოლა არის კორონავირუსული ინფექციის მხრივ, მაგრამ აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგოდ დაცვა.

ჩვენ დავამატეთ რისკ-ჯგუფებს ტაქსის მძღოლები, რომლებიც ადამიანებთან ახლო შეხებაში არიან და მივმართავ მათ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში. დამატებულები არიან სკოლის მასწავლებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამეთუ, დაახლოებით, 40 000-მდე დოზა გრიპის ვაქცინის არის მარაგში, კიდევ არის ქვეყანაში, ვისარგებლოთ ამით, იმიტომ რომ დეკემბრიდან ალბათ გრიპის ვირუსი უფრო მეტი ინტენსივობით გამოჩნდება - დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ რიცხვებში...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები