ავტოავარია ბულგარეთში

ბულგარეთში ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა, დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები

Reuters

ბულგარეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანი. Reuters-ის ცნობით, მათი უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიელი ტურისტი იყო.

ავტობუსი სტამბოლიდან სკოპიეში მიდიოდა და მასში 53 მგზავრი იმყოფებოდა. BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრი ზორან ზაევი უკვე დაუკავშირდა ბულგარელ კოლეგას ინციდენტის განსახილველად.

ავარია ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოსნეკთან ახლოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოიკო რაშკოვმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ცხედრები "სრულად დამწვარია". სამინისტროს წარმომადგენლის, ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით კი, "მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან".

ავარიისა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი შესაძლოა ბორდიურს შეეჯახა.

კომენტარები