მიხეილ სააკაშვილი

ხერხეულიძე: სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა

მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რისთვისაც მისი მცდელობა ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა როდესაც ის კრიტიკულ ვითარებაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები