ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1134 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.34 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.5135 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2783 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტთან, რომელიც 4.1841 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 23 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები