მიხეილ სააკაშვილი

იასკო სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის გზების ძიება, რა თქმა უნდა, თავისუფლებაში

ვხედავ, რომ მისი ჯანმრთელობა განადგურებულია. ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც მან განიცადა გლდანის ციხეში, რა თქმა უნდა, ამან მასზე იმოქმედა. მე არ ვარ ექიმი და ვერ გეტყვით რა ხდება მის ორგანიზმში, მაგრამ ვხედავ, რომ ის სუსტადაა. მგონია, დიდი დრო დასჭირდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ახლა მისი რეაბილიტაციისთვის გამოსავლების ძიება, რა თქმა უნდა, თავისუფლებაში.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ცოლი და უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.

კომენტარები