ევრომაიდანი

ბოკერია: მაიდანი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილია

მაიდანი, პირველ რიგში, არის მაგალითი უკრაინული საზოგადოების თავგანწირვისა მათი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად. უკრაინელმა ხალხმა არა მხოლოდ დაიცვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, არამედ შეაფერხა პუტინის აგრესია რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.

უკრაინა დიდი მსხვერპლის ფასად დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლას არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე აქვს უზარმაზარი გავლენა.

სწორედ ამიტომ იმსახურებს უკრაინა მხარდაჭერას ყველასგან, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია.

მაიდანი ამავდროულად შეგვახსენებს, თუ რამხელა მსხვერპლი შეიძლება დასჭირდეს ქვეყანას, როდესაც ავტორიტარიზმსა და შავრაზმულ ძალებს ნაბიჯ-ნაბიჯ სივრცეს დავუთმობთ.

ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

წერს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 21 ნოემბერს ევრომაიდანიდან 8 წელი გავიდა.

კომენტარები