მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი კლინიკაში დასაწოლად ან ჩასაჯდომად ჩამოვიდა, ცდება

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში დასაწოლად ჩამოვიდა საქართველოში ან ციხეში ჩასაჯდომად, ძალიან ცდება. მისი მთავარი ამოცანაა ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები და მათ შორის, მისი ამ თავგანწირული ნაბიჯით, ქართულმა საზოგადოებამ და დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, რომ დღეს ხელისუფლებას მართავენ კრიმინალები, რომლებსაც ადამიანის უფლებები ფეხებზე ჰკიდიათ, რომლებსაც შეუძლიათ რომ ადამიანი ციხეში პირდაპირ მოკლან, არ ითვალისწინებენ არავის პოზიციას, არც ექიმების, არც სახალხო დამცველის და ყველას, ვისაც აქვს სწორი პოზიცია, არის პროფესიონალი, ყველანი ნაციონალები არიან.

TV პირველის ეთერში ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

კომენტარები