მოგახსენებთ დამატებით მნიშვნელოვან დეტალს იმასთან დაკავშირებით, რაც გადაყვანას უკავშირდება. როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით ამ შენობიდან, ვთქვათ, ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. რაც მოგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გავიდოდა და ძალიან მნიშვნელოვანი დრო იკარგება სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. იმედია ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.
მიხეილ სააკაშვილი
ხერხეულიძე: სააკაშვილს სურს, გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ
tbl.ge/5rua
დაკოპირდა

თქვა ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე. იუსტიციის მინისტრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




