მიხეილ სააკაშვილი

მელია: არ ვიშლებით, სანამ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება საავადმყოფოში

ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ - ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან, ჩვენ უნდა დაველოდოთ მის პასუხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, პირველ რიგში მისთვის, ყველაზე კარგად მან იცის და მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის, ზუსტაც ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ, არ ვიშლებით, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებასა და რეჟიმს არ ვენდობით, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ.

მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

კომენტარები