მიხეილ სააკაშვილი

სარჯველაძე სააკაშვილზე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არაა – ეს პოლიტიზირებული გადაწყვეტაა

ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო იქნება გადაწყვეტილების მიღება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაყვანა-არგადაყვანას, მე არ მინდა, საკითხი ისე წარმოჩინდეს, რომ ეს ვინმესთვის იქცეს პოლიტიკურ იდეაფიქსად, ეს, რა საკვირველია, არ არის გამართლებული და მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში, პაციენტის ინტერესი მოითხოვს იმას, რომ რაციონალურად შეფასდეს მდგომარეობა, საჭიროების რელევანტურად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ნაბიჯების დაგეგმვა და გადადგმა. 

ამ შემთხვევაში, რისკები და გარემოებები ფასდება, ოღონდ არ შეიძლება ერთი პროფესიის კუთხიდან დანახვა. ასეთი [გადაყვანის] გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში მიიღება სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. უშუალოდ უნდა მოხდეს შეფასება, კონკრეტულ ვითარებაში სერვისების რა საჭიროება არსებობს, როგორ, რა ფორმით მიწოდებადია, არ არის ასე მარტივად, რომ გამოვაცხადოთ, სამოქალაქო კლინიკა არის პანაცეა - ეს არ არის ასე, ეს უფრო მეტად პოლიტიზირებული გადაწყვეტაა საკითხის, ვიდრე პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ოცნების დეპუტატები - დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე გლდანის ციხის კლინიკაში მივიდნენ. სერგეენკო ამბობს, რომ კონსულტაციებით გადაწყდება, სერვისებისთვის საჭიროა მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა თუ არა.

კომენტარები