მიხეილ სააკაშვილი

ექიმი: ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, რომ სააკაშვილის გლდანში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა

ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი, ყოველ შემთხვევაში, ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. 

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში. 

ამბობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე. 

კომენტარები