მიხეილ სააკაშვილი

"ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულობას სააკაშვილის მიმართ" – ნონიაშვილი კობახიძეზე

ჩვენ ვიცით, რომ ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, როგორც თვითონ იქადნება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია და სამედიცინო დიპლომი. ამიტომ რასაც ახლა ის სჩადის და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას არ ეთანხმება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია ქართული ოცნების დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური მძევლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი სამედიცინო პერსპექტივიდან კი არ აფასებენ, აფასებენ პოლიტიკური პერსპექტივიდან და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულება მაშინ, როდესაც მთელი სამედიცინო კონსილიუმი ამბობს საწინაღმდეგოს. ფაქტობრივად მედიცინას
ეწინააღმდეგებიან.

ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა FAKE-ია, რასაც შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა

კომენტარები