მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად პოლიტიზირებულია. აქ ჯანმრთელობა არაფერშუაშია. ჯანმრთელობა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. აქ ვიღაცეები, რაღაც ინსტიტუციები, რაღაც ჯგუფები ირჩევენ მხარეს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში, უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს.
არ ვიცი ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტური არის თუ არა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ.