მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი: მშვიდად იყავით, თუ გაჩნდება გადაყვანის საფუძველი, სააკაშვილსაც გადაიყვანენ

შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ, რომ როგორც კი და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

კომენტარები