მიხეილ სააკაშვილი

მელია სააკაშვილზე: ტელევიზორს ხმას არ უწევს, ველური შეძახილები რომ არ გაიგონოს

ადამიანი ყავთ გაუსაძლის პირობებში, ყოველ დღე, დღე არ გავა, რომ მის მიმართ დილამდე არ ხორციელდებოდეს ფსიქოლოგიური ტერორი, პრაქტიკულად, ტელევიზორზე ხმა ბოლომდე აქვს აწეული და ისე სძინავს, იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის დავალებით, ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა საკნებში არიან შესახლებულები, დილამდე იქცევიან ისე, როგორც ველური ტომები. შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ უძლებს ეს ადამიანი. ღია საკანში სძინავს და საკანს ურდულით არ უკეტავენ, ელემენტარული ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ ეს აღეკვეთა, რუსთავის ციხეში რასაც უკეთებდნენ იცით, აქციებს უწყობდნენ.

ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, არავინ ხმა არ ამოიღოს, რომ ვიღაც რაღაცას მიქარავდა წინა ან იმის წინა ხელისუფლების დროს, დღევანდელი რეალობაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც ციხიდან ციხეში გაიტაცეს და ამას საავადმყოფოს ეძახიან, ჰყავთ არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ადამიანს არ უძინია ისე, რომ ტელევიზორს ხმა ჩაუწიოს, ურჩევნია, რომ ტელევიზორს ხმა ჰქონდეს აწეული, ვიდრე ველური შეძახილები გაიგონოს.

თქვა ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები