ძალიან რთულია, ზურაბიშვილი ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად განიხილო, თუმცა, რაღაც გამონათებები, ხშირ შემთხვევაში, იყო ხოლმე. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, მაგრამ, რაღაც კონტექსტში, ევროპელი პარტნიორების გავლენა ალაგ-ალაგ იგრძნობოდა, რადგან ისინი ძალიან წუხან ამ ყველაფერზე, ჩვენ გვაქვს მათთან კონტაქტი და ვიცით მათი დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ელენე ხოშტარიას მიმართ. სიცოცხლე არის გადასარჩენი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანდოობა იმ ადგილს არ აქვს, არ შეიძლება ღირსების შემლახველ ადგილას იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
tbl.ge/5rq9
დაკოპირდა

თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




