მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ღირსების შემლახველი კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია

პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად. რამეთუ, ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. 

საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

კომენტარები