მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: ოცნებას შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, არც ისე ბევრი დრო აქვთ

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება

"ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უდნა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან". - ამის შესახებ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრის შემდეგ. 

"თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის ციხიდან, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი. 

მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უნდა მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად". - ამბობს ხოშტარია. 

ქართული ოცნების თავმდჯომარე,მ ირაკლი კობახიძემ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა. კობახიძესთან ერთად ხოშტარიას მოსანახულებლად იმყოფებოდნენ მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილიც.

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა, პარლამენტში შიმშილობს - ის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

კომენტარები