თბილისის ბიუჯეტი 2022

კალაძე: თბილისის ბიუჯეტი 1.43 მილიარდი იქნება, გაზრდილი ბიუჯეტი ძალიან კარგია

ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტია, რაზეც საარჩევნო პროგრამის ფარგლებშიც მისაუბრია. 

ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, 1.7 მილიარდ ლარს მიაღწიოს. როდესაც 2017 წელს ქალაქის მთავრობაში მოვედით, 820 მილიონიდან ავედით 1.2 მილიარდზე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და უფრო მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

საბიუჯეტო ნაწილი შედგება 1.2 მილიარდისგან, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მილიონი ლარია განსაზღვრული. ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი არის 1.43 მილიარდზე წარდგენილი.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტის წარდგენაზე.
 

 

კომენტარები