მიხეილ სააკაშვილი

ხუნდაძე: ჩემთვის ყველაზე საყურადღებო ხოშტარიას მდგომარეობაა, რადგან ის რეალურად შიმშილობს

მე, ბატონმა დავით სერგეენკომ და ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ მოვინახულეთ ქალბატონი ელენე. რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა, ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა მისთვის.  

რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ვითარებაში, ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით და როგორც ექიმის, ჩემთვის ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება, კიდევ მოვინახულოთ, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ მდგომარეობა იქნება შენარჩუნებული და საბოლოოდ იქნება დამდგარი შედეგი, რომ ეს პროცესი დასრულდება.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ. ხოშტარია მე-14 დღეა, პარლამენტში შიმშილობს - ის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

კომენტარები